2010-იანი წლები

რითი დაამახსოვრდება კაცობრიობას 2010-იანი წლები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ყველა ეპოქამ კაცობრიობას თავი რაღაც ახლით და განსაკუთრებულით დაამახსოვრა. ასე, მაგალითად, 90-იანებში სხვა ყველაფრის გარდა გვახსოვს სეგა, დენდი და მარიო (საქართველოში - უშუქობა), ოთხმოციანებში დისკო და Sony Walkman-ის სასწაული, რომელიც არსებობდა მაშინ, როდესაც არ არსებობდა არც MP3 და არც Ipod. ალბათ, ყველას ვინც 2010-იანებში ცხოვრობს უჩნდება შეკითხვა "რითი დაგვამახსოვრდება ეს პერიოდი?".  და აი ჩვენც გადავწყვიტეთ მოგვეძებნა ეს განსაკუთრებულობანი:

1) სმარტფონების აღზევება

სწორედ 2010-იან წლებში შევძელით მიგვეღწია იმისთვის, რომ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას შეგვეძლოს ინტერეტთან წვდომა, ფოტოს გადაღება და სოციალურ ქსელში ატვირთვა, ამინდის გაგება, მოკლედ საკუთარი ხმის მსოფლიოსთვის მიწვდენა. 

2) ნეტფლიქსი და სტრიმინგი

ნეტფლიქსი, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლამდეც არსებობდა, პოპულარული ნამდვილად 2010-იანებში გახდა და სხვა სტრიმინგ სერვისებიც ბაზარზე ამოიწია. 2010-იანები ნამდვილად სერიალებისა და შოუების ეპოქააა.

3) "MEME" კულტურა

 

ფოტო: gifsboom
ფოტო: pocket-lint.

 

4) სოციალური მედია და ინფლუენსერები

ფეისბუქი, თვითერი, ინსტაგრამი....

 

5) კლასიკური მედიის სიკვდილი

დაბეჭდილი ჟურნალები, ტელევიზიები, რადიო ყველაფერი ეს ნელ-ნელა კვდება. მუსიკოსები ალბომებს კი არ ყიდიან, ითვლიან რამდენი ნახვა აქვს მათ ლაივ სტრიმებს ან youtube არხებს. სოციალურმა მედიამ შეითავსა კლასიკური მედიის ფუნქციაც. მოკლედ, სამყარო იცვლება.

6) სუპერგმირები 

2002 წელს გამოსული ადამიანი-ობობა, იყო ფილმი რომელმაც გააცოცხლა სუპერგმირების კულტურა. ამ კულტურამ კი მოახერხა და ეპოქა შექმნა. 

7) მილენიალები

მილენიალებს ახსოვთ ყველაფერი: ინსტაგრამის შექმნა, ჰიფსტერები, გეიმინგ სისტემები და ბევრი სხვა გარდამტეხი და გარდამავალი რამ, ამიტომ მილენიალებიც ყველას ემახსოვრება.

8) სპინერები

ფოტო: BRAINFACTS

9) დისნეის რიმეიქები

2010-იანებში დისნეიმ უახლესი ტექნოლოგიებით თავისი ძველი შედევრების ფილმებად ქცევა დაიწყო. 

10) სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები

სწორედ 2010-იანი წლების დასამახსოვრებელ მოვლენებს შორის არის ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოსტზე დანიშვნა და ასევე მილიარდერ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლაც, #MeToo კამპანია და კიდევ უამრავი ცვლილება სოციალურ და პოლიტიკურ სამყაროში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები