კოალიციური მთავრობა

კაპანაძე: ენმ-მ და "ძალა ერთობაშიამ" უნდა თქვან, ემიჯნებიან თუ არა ჩარკვიანის ცილისწამებას

0 კომენტარი

"ევროპული საქართველო მოვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის და "ძალა ერთობაშია" კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას თაკო ჩარკვიანის ბინძურ ცილისწამებაზე," - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე თაკო ჩარკვიანის მიერ გუშინ, მათ ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"მოვისმინეთ ,,ძალა ერთობაშია" კოალიციის ერთერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და ცილისწამებით ასავალ-დასავალის და ქართული ოცნების სტილში. აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებული "ძალა ერთობაშია" კოალიციის ერთერთი ლიდერის განცხადება ჩვენი ინიციატივის კრიტიკას კი არ წარმოადგენდა, ან თუნდაც მწვავე შეფასებას, არამედ იყო ბინძური და აბსურდული ცილისწამება, თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ჩარკვიანი კოალიციის ერთერთი სპიკერია, შესაბამისად ევროპული საქართველო მოვითხოვთ ნაციონალური მოძრაობის და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციოს დაფიქსირებას ამ ბინძურ ცილისწამებაზე. მათ უნდა დააფიქსირონ ემიჯნებიან და გმობენ ამ განცხადებას, თუ ეთანხმებიან მის პათოსს, ან თუნდაც დუმილს ირჩევენ ჩარკვიანის საქციელთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამ გზავნილზე თანხმობის ნიშანია," - ამბობს კაპანაძე.

ინიციატივის გაჟეღერების შემდეგ, 13 სექტემბერს ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრმა თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ ევროპული საქართველოს ამ ინიციატივას "თაღითობის სუნი ასდის."

"მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“. არასერიოზული საუბარი ყოველთვის თაღლითობა მგონია. მომიტევონ, მაგრამ ამასაც კვლავ რაღაც თაღლითობის სუნი ასდის," - თქვა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ევროპულ საქართველოსა და ენმ-ს შორის უზარმაზარი განსხვავებაა ბევრ პოლიტიკურ საკითხში და მათ აქტიურ კრიტიკას აპირებენ, თუმცა არა ტალახის სროლასა და ცილისწამებას.

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. ამის შესახებ პარტიების წარმომადგენლებმა 13 სექტემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამ ინიციატივას მხარს უჭრს პროდასავლური პარტიების უმტესობა და ამბობენ, რომ აუცილებელია ყველამ დააფიქსიროს პოზიცია, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შეუქმნიან და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები