ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები

მამუკა მდინარაძე ევსაქებისა და თავდემების მოწოდებას ბულინგს უწოდებს

ტაბულა

პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიმართ ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებას - მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბულინგს უწოდებს.

"პირველ რიგში, იმაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რეალურად, საქმით პროდასავლური ძალა რომელია და არა მხოლოდ დეკლარირებულად. ერთს იძახდე და მეორეს აკეთებდე, ეს არ არის პროდასავლურობა, პირიქით, ეს არის ცუდი რამ, ძალიან რბილად რომ შევაფასოთ. მეორეც, ეს ბულინგი რაღაც ზედმეტ სითამამეს ხომ არ ნიშნავს მათი მხრიდან? ვიღაცამ რომ დასვას ახლა კითხვა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის განშტოებებთან ვინ არ ითანამშრომლებსო, რამდენად სწორი და მართებული იქნება? ასეთი კითხვის დასმა და ასეთი ბულინგის მცდელობები რამდენად წაადგება 2020 წლის არჩევნების შედეგებს, რამდენად გამოიწვევს კრიზისს ეს ყველაფერი და რამდენად ფიქრობენ ისინი არა სახელმწიფოზე, არა განვითარებაზე, არამედ მათ პირად ინტერესებზე, ამას საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი", - განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები