ქალები პარლამენტში

პარტია, რომელიც სიის ყოველ სამეულში ქალს ჩასვამს 30%-ით მეტ დაფინანსებას მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივით, პარტია რომელიც პარტიული სიის ყოველ სამეულში მინიმუმ ერთ ქალს გაითვალისწინებს, 30%-ით მეტ დაფინანსებას მიიღებს.

"სექტემბრის ბოლოდან საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარვადგენთ, რომელიც პოლიტიკურ პარტიას, თუ ის 2020 წლის არჩევნებში პარტიული სიის ყოველ სამეულში გაითვალისწინებს მინიმუმ ერთ ქალს, მიიღებს 30 პროცენტით მეტ დაფინანსებას, ვიდრე სტანდარტულ პირობებშია", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით: "ქალები ყველა არჩევნებში არიან ჩვენი პოლიტიკური პარტიების ავანგარდში და ჩვენ უნდა ვიპოვოთ მომენტი, სად იკარგებიან შემდეგ ისინი, როდესაც თანამდებობები კომპლექტდება და  ვეღარ ვხედავთ მაღალ პოზიციებზე".

კომენტარები