სროლა კანადაში

კანადაში მომხდარი სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა

კანადის ქალაქ მისისოგაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. 

CBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:22 საათზე მოხდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა 17 წლის მოზარდი  მოკლული იპოვეს. 

დაჭრილია ერთი ქალი და კიდევ 4 მოზარდი. 

ამ დროისთვის დანაშაულის მოტივი უცნობია. ქალაქის პოლიციას მოწმეები დაკითხვაზე ჰყავს. რამდენიმე ადამიანზე კი ძებნა გამოცხადდა. 

კომენტარები