NDI-ის კვლევა

NDI: 43% ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ

საფრანგეთში 2014 წელს საცალო ვაჭრობის სექტორის გამოშვება შესამჩნევად შემცირებულია
REUTERS

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. 21% პასუხობს, რომ მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვს 5 წლის წინანდელთან შედარებით, ხოლო 35% - იგივე. 2%-მა ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები