NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ს აქვს რამე დანაზოგი

ეროვნული ბანკი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ს აქვს რაიმე სახის დანაზოგი.

კითხვაზე, გაქვთ თუ არა თქვენ ან თქვენს ოჯახს ამჟამად რამე დანაზოგი, მოსახლეობის 88% უარყოფითად პასუხობს. 2%-მა - არ იცის.

თბილისში დანაზოგი გამოკითხულთა 14%-ს აქვს, დიდ და პატარა ქალაქებში 7-7%-ს, სოფელში - 5%-ს, ხოლო უმცირესობათა დასახლებებში - 24%-ს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები