NDI-ს კვლევა

NDI: საზოგადოების უკმაყოფილება ქვეყნის განვითარებით კავშირშია ლარის კურსთან

ტაბულა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელი კვლევის მიხედვით, საზოგადოების კმაყოფილების დონე ქვეყნის განვითარებით კავშირშია ლარის კურსთან.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, როდესაც ლარი უფასურდება, მაშინ, როგორც წესი, იმატებს საზოგადოების უკმაყოფილების დონე ქვეყნის განვითარებით. კორელაციის კოეფიციენტი 0.88-ს შეადგენს.

ფოტო: NDI
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები