ქურდობა

პოლიციამ კოკა-კოლას ოფისის სეიფიდან 133 000 ლარის ქურდობისთვის 1 პირი დააკავა

პოლიციამ 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, რომ ბრალდებულმა, რომელიც ამავე დროს, იყო შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" თანამშრომელი, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, "კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი მანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღო.გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები