ვიქტორია ბექჰემი: სკოლაში ფიზიკურად და ფსიქიკურად ხშირად მაბულინგებდნენ

0 კომენტარი
ფოტო: Glamour UK

ვიქტორია ბექჰემმა Glamour UK-თან ბულინგზე, მის გავლენასა და თავის შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ბრიტანელმა დიზაინერმა ჟურნალის ნომრის გარეკანი დაამშვენა.

”სკოლაში მენტალურად და ფიზიკურად ძალიან ბევრჯერ მაბულინგებდნენ. მე ამ თემაზე და როგორ უნდა იყვნენ გოგოები ერთმანეთის მიმართ კეთილები ჰარპერს [შვილი] ვესაუბრები. მართლა, მე ვიყენებ ჩემს გამოცდილებებს და ვუზიარებ”, - თქვა ვიქტორია ბექჰემმა.

ბექჰემმა ჟურნალისტთან იმაზეც ისაუბრა, როგორ   შთააგონებს თავის შვილებს რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვრონ.

“არასდროს დავჯდები ჩემს შვილებთან ერთად და კვებას არ გამოვტოვებ. მათ ჭირდებათ იმის დანახვა, რომ დედა ჯანმრთელად იკვებება - უნდა ანახო პატარა ადამიანებს როგორ უნდა იყო ჯანმრთელი და ბედნიერი იმით, ვინც ხარ”, - თქვა ვიქტორია ბექჰემმა.

ვიქტორია და დევიდ ბექჰემებს ოთხი საერთო შვილი ყავთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები