NDI-ის კვლევა

NDI: მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად 64% აფასებს

0 კომენტარი
ფოტო: საპატრიარქო

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად 64% აფასებს. ეს მაჩვენებელი 2018 წლის შემდეგ მცირედით გაზრდილია - 2018 წლის მარტის კვლევაში ეკლესიის საქმიანობას კარგად 56% აფასებდა.

რაც შეეხება უარყოფით შეფასებას, ახალი კვლევის მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას ცუდად 5% აფასებს.

საშუალო შეფასება აქვს 20%-ს, ხოლო 11% ამბობს, რომ არ იცის.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები