დევიდ კრამერი

კრამერი: ივანიშვილმა გახარია პრემიერად დააწინაურა, გაიზარდა წნეხი ოპონენტებზე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში მიმოიხილავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის თბილისის საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ მომხდარ ამბებს.

კრამერის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მაპოლარიზებელი ფიგურა, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერის პოსტზე დააწინაურა, პარალელურად კი გაიზარდა წნეხი ხელისუფლების ოპონენტებსა და ისეთ ორგანიზაციებზე, ვინც აცდენილია სახელისუფლებო ხაზს.

"ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ იმჟამინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, ვის დროსაც ჰქონდა ადგილი ძალადობრივ დარბევას.

ნაცვლად ამისა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა გახარია სამი თვის შემდეგ პრემიერ მინისტრად დააწინაურა. გახარია ძალზედ მაპოლარიზებელი ფიგურაა. პარლამენტის მიერ მისი დამტკიცების დღეს ოპოზიციას მიმართა და უთხრა, რომ მათ "დაასრულებდა".

ამავდროულად, გამოძიებები და საქმის წარმოებები ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იზრდება, ისევე როგორც მთავრობის წნეხი და დამცირება ისეთი მედია გამოცემებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისადმი, რომლებიც არ ჯდებიან [ხელისუფლების] პარტიულ ხაზში", - წერს კრამერი.

ამერიკელი დიპლომატი თავის წერილში საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასაც ეხმაურება.

"საქართველოს სტაბილურად შეაქვს წვლილი აშშ-სა და NATO-ს ამა თუ იმ ოპერაციაში მსოფლიოს გარშემო და ერთ დროს NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან უცხოური ძალების ყველზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო ავღანეთში, სადაც მათ 32 ჯარისკაცი დაკარგეს. ბევრი ასპექტით, საქართველო უფროა მზად NATO-ს წევრობისთვის, ვიდრე ზოგიერთი ამჟამინდელი წევრი", - წერს ის.

10 სექტემბერს, როცა დევიდ კრამერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის შესახებ მიჰყავდა პანელი, მისი ჩაშლა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სცადა.

15 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა აქცია გამართა აშშ-ის საელჩოსთან, რომლის ფოკუსშიც სწორედ ამერიკელი დიპლომატები, მათ შორის დევიდ კრამერი, აღმოჩნდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები