NATO-საქართველო

კრამერი: ბევრი ასპექტით საქართველო ზოგ ახლანდელ წევრზე მეტადაა მზად NATO-ს წევრობისთვის

დევიდ კრამერი
რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი Washington Post-ში აქვეყნებს წერილს სათაურით "საქართველოში დასავლეთის მეგობრები უცბად კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ", სადაც იხსენებს თბილისის კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს და საუბრობს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე.

კრამერის თქმით, საქართველო ამჟამად ბევრი ასპექტით NATO-ს ზოგიერთ ახლანდელ წევრ ქვეყანაზე მეტად იმსახურებს ალიანსის წევრობას.

"საქართველოს სტაბილურად შეაქვს წვლილი აშშ-სა და NATO-ს ამა თუ იმ ოპერაციაში მსოფლიოს გარშემო და ერთ დროს NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან უცხოური ძალების ყველზე მსხვილი კონტრიბუტორი იყო ავღანეთში, სადაც მათ 32 ჯარისკაცი დაკარგეს. ბევრი ასპექტით, საქართველო უფროა მზად NATO-ს წევრობისთვის, ვიდრე ზოგიერთი ამჟამინდელი წევრი", - წერს დევიდ კრამერი.

10 სექტემბერს, როცა დევიდ კრამერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის შესახებ მიჰყავდა პანელი, მისი ჩაშლა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სცადა.

15 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა აქცია გამართა აშშ-ის საელჩოსთან, რომლის ფოკუსშიც სწორედ ამერიკელი დიპლომატები, მათ შორის დევიდ კრამერი, აღმოჩნდნენ.

კომენტარები