ჩოგბურთი

ლეივერის თასზე ევროპის გუნდმა მსოფლიოს გუნდი კვლავ დაამარცხა [Video]

0 კომენტარი

ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის, როდ ლეივერის სახელობის ტურნირი წელს მესამედ გაიმართა. ტურნირზე ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წარმომადგენელი საუკეთესო ჩოგბურთელები უპირისპირდებიან. გამარჯვება უკვე მესამედ ევროპის გუნდა მოიპოვა.

გუნდის ხელმძღვანელი კვლავ ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელი ბიორნ ბორგი იყო. მის გუნდში თამაშობდნენ როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი (რომელმაც რამდენიმე მატჩი მაჯის ტრავმის გამო ვერ ჩაატარა), ალექსანდრ ზვერევი, დომინიკ ტიმი, ფაბიო ფონინი და სტეფანოს ციციპასი.

მათ ჯამში 13 ქულა დააგროვეს, ხოლო ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელის, ჯონ მაკენროის გუნდმა (ჯონ ისნერი, მილოშ რაონიჩი, ნიკ კირიოსი, ტეილორ ფრიცი, დენის შაპოვალოვი და ჯეკ სოკი) 11 ქულა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები