ლარის კურსი

ლარი დოლართან ნახევარი თეთრით გამყარდა

ტაბულა

23 სექტემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.28 თეთრით.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9709 ლარია, ერთი ევროსი კი 3.2632 ლარი.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ივნისის პირველ ორ კვირაში 2.74-მდე ჩამოსვლის შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

20 სექტემბერს ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთი აშშ დოლარი 2.9759 ლარი ღირდა.

კომენტარები