საბიუჯეტო ცვლილებები

ევროპული საქართველო მხარს არ დაუჭერს 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებებს

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, 24 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პარტია მხარს არ დაუჭერს მთავრობის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს.

პროექტის მიხედვით, 223 მილიონით იზრდება ხარჯვის ნაწილი და ჯამურად 13,3 მილიარდ ლარს უტოლდება. ხარჯვების ზრდის გამო გაიზრდება სახელმწიფოს ვალიც.

ბიუჯეტის ცვლილების დოკუმენტის მიხედვით საგარეო ვალის მომსახურების საფასური 43 მილიონით ლარით გაიზარდა ლარის გაუფასურების გამო.

"ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან გიორგი გახარიამ
მოსახლეობა მოატყუა, როცა თქვა, რომ ვალებს არ იღებს. ვალი არის
საგანგაშოდ მაღალი, როგორიც არ ყოფილა არც შევარდნაძის დროს, არც
„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში. ცვლილებები კარგად აჩვენებს
მენეჯმენტის უუნარობას, რაც ხელისუფლებაშია."
- ამბობს დავით ბაქრაძე.

მისი თქმით, გაზრდილი ვალი "ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე დაიხარჯება და არა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე”.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლარის კურსის დაცემის მთავარი მიზეზი ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკაა, რისი ნაწილიცაა საბიუჯეტო ცვლილებები.

უფრო იაფიანი შეღავათიანი კრედიტი მთავრობამ ვერ აითვისა, ვერ აითვისა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ საგარეო ვალს ყოველთვის მოყვება პირობები, რა პირობებით უნდა ჩატარდეს ტენდერები და მიუხედავად ამისა, აქაც ძალიან დიდი პრობლემებია და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ საშინაო ვალი ამ თვალსაზრისით სრულიად უკონტროლოა და სწორედ, დღევანდელ კორუმპირებულ მთავრობას ხელის ფათური უნდა ისევ საზოგადოების ფინანსებში, ისევ იმ ფულში, რომელიც გადასახდელია დღევანდელი და მომავალი თაობების,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები