ლელო

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მორიგი 12 წევრი წარადგინა

ტაბულა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" მორიგი 12 წევრის ვინაობა ცნობილია.

დღეს გამართულ ბრიფინზე "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის მორიგი 12 წევრის სახელი და გვარი დაასახელა, შემდეგ კი, მათ საკუთარი თავი თვითონ წარადგინეს.

  • ალექს ბოლქვაძე - ადვოკატი;
  • ნიკა ჩერქეზიშვილი - პოეტი;
  • თამარ შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
  • ნია ჭაჭიაშვილი - მასწავლებელი;
  • გიორგი წურწუმია - ჰიდროინჟინერი;
  • ამირან ფაჩუაშვილი - ადვოკატი;
  • ბექა მიქაძე - ახალგაზრდა გამომგონებელი;
  • ვახტანგ კონტრიძე - ახალგაზრდა გამომგონებელი;
  • ქეთევან მატაბელი- მხატვარი;
  • ნინო თელია - კონსტიტუციონალისტი;
  • ვასილ ჭეიშვილი - ექიმი, მედიცინის დოქტორი;
  • თამაზ ბუთხუზი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფოსი.
     

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართა.

კომენტარები