ჩინეთი

ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, 36 დაშავდა

ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 36 კიდევ დაშავდა. 

შემთხვევა ციანგსუს პროვინციაში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზის გამყოფ ხაზზე გადავიდა და სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. 

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით ავარია წინა მარცხენა ბორბლის დაშვებამ გამოიწვია. 

დაშავებულებიდან 9 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 26 მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი უკვე გაწერეს. 

საავტომობილო გზა 8 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. 

კომენტარები