ეკონომიკური ზრდა

აგვისტოში ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

Reuters

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამოუვარდება ივლისის ეკონომიკურ ზრდას, მაშინ იგივე მაჩვენებელმა 6.1% შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობის, ტრანსპორტისა და სოციალური მომსახურების სფეროში.

უწყების ინფორმაციით 2019 წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა 5%-ით განისაზღვრა.

ცნობისთვის, დღესვე გაიმართა მთავრობის რიგგარეშე სხდომა, რომლის მთავარი თემა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იყო. ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის ცნობით, შემდეგ წელს მთავრობა ეკონომიკის 5%-იან ზრდას ვარაუდობს.

მომავალი წლის ბიუჯეტში იზრდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების პენსიები, სკოლის და ბაღის მასწავლებელთა ხელფასები. ასევე იგეგმება პოლიციელიბისა და სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდაც. 

დაახლოებით, 1 მილიარდი ლარით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაც.

კომენტარები