ვაკეში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხარის შედეგად დაშავებული პირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები