სახელმწიფო კომპანიები

ბოლო 5 წელში სახელმწიფო კომპანიებმა 2,6 მილიარდი ლარი იზარალეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დღეს, 30 სექტემბერს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პროექტი გამოქვეყნდა. ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტით ირკვევა, რომ წინა წელს სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 805 მილიონ ლარს გაუტოლდა რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების ჯამური ზარალი 2,6 მილიარდ ლარს აღემატება. 

  • 2018 წელი — 805 მილიონი ლარი:
  • 2017 წელი — 543 მილიონი ლარი:
  • 2016 წელი — 437 მილიონი ლარი;
  • 2015 წელი — 757 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი — 61 მილიონი ლარი;
  • 2013 წელი — 45 მილიონი ლარი.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ამ კომპანიების უმრავლესობა მაღალი რისკიანობისაა:

ფოტო: ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები