უბედური შემთხვევა

წყალტუბოში შვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ, დედამაც თავი მოიკლა

0 კომენტარი

წყალტუბოში 18 წლის ახალგაზრდა ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც შვილის სიკვდილი გაიგო, 18 წლის ბიჭის დედა თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და სიცოცხლე მანაც თვითმკვლელობით დაასრულა - ის სახლის სახურავიდან გადმოხტა. გამოძიება ამჯერადაც სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები