ლგბტქ უფლებები

ქვიარ ადამიანის სახლში შეჭრის მცდელობის გამო არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს

0 კომენტარი
ფოტო: agora.ge

ქვიარ ადამიანის სახლში შეჭრის მცდელობის გამო არასრულწლოვანს ბრალი წაუყენეს. ასაკის გათვალისწინებით, მას განრიდების ხელშეკრულება გაუფორმდა.

თანასწორობის მოძრაობის ბენეფიციარის ინფორმაციით, უცნობი პირი მის საცხოვრებელში შეჭრას ცდილობდა, აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს. მან დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ყველაფერი სოციალური ქსელებში კიბერ ბულინგით დაიწყო.

"სახლში შეჭრის მცდელობამდე, აღნიშნული პირი დაზარალებულს სოციალური ქსელით დაუკავშირდა, უწერდა ჰომოფობიურ კომენტარებს საჯაროდ", - ამბობენ თანასწორობის მოძრაობაში.

დაზარალებულმა პოლიციას მიმართა და მის გამოკითხვას, დაზარალებულად ცნობას და უფლებების განმარტებას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტს, რის შემდეგაც ბრალდებული დაადგინეს, თანასწორობის მოძრაობის იურისტებიც ესწრებოდნენ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ბრალდებულს დაევალება ბრაზის მართვის კურსების გავლა, ასევე გარკვეული საათების განმავლობაში თავშესაფარში უფასოდ იმუშავებს. საქმეში გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივიც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები