მარიხუანა

ამერიკაში მარიხუანას პირველი რესტორანი გაიხსნა

0 კომენტარი
The Lowell Cafe ფოტო: CNN.com

ამერიკაში პირველი მარიხუანას რესტორანი ოფიციალურად გაიხსნა და ის ლოს-ანჯელესში მდებარეობს.

რესტორანს The Lowell Cafe ქვია და მასში სურვილისამებრ კერძებთან ერთად, შეგეძლებათ მარიხუანაც შეუკვეთოთ.

"საუკუნეების განმავლობაში ჩვენ იძულებულები ვიყავით საზოგადოებისთვის დაგვემალა რომ მარიხუანას მოვიხმარდით, მაგრამ ეს დრო დამთავრდა. ჩვენ სიამაყით გაცნობებთ Lowell Cafe-ს შესახებ - ამერიკის პირველი მარიხუანას რესტორანი, სადაც მოგართმევენ ჯანსაღ საჭმელს, ყავას, წვენებსა და მარიხუანას", - წერია რესტორნის საიტზე.

რესტორანში მისულ მომხმარებლებს სპეციალურად შერჩეული თანამშრომლები დახვდებიან, რომლებიც მათ მათთვის იდეალურ მარიხუანას ჯიშს შეურჩევენ.

"როგორც ღვინის სპეციალისტი ესაუბრება მომხმარებლებს ღვინოზე და ურჩევს რასთან დალიონ ის, ზუსტად ასევე გვსურს იყოს ჩვენთან", - თქვა რესტორნის მთავარმა მენეჯერმა CBS-თან საუბრისას.

მათი თქმით, თანამშრომლები მომხმარებლებს პირველ რიგში კითხვენ როგორი არის მათი გამძლეობა, არიან თუ არა სანდო ადამიანთან ერთად და იციან თუ არა რითი უნდა დაბრუნდნენ სახლში.

ფოტო: Forbes.com

რესტორნის მთავარი მზარეული ანდრეა დრამერი იქნება, რომელსაც მარიხუანის შემცველი კერძების მომზადების გამოცდილებაც აქვს. თუმცა, კანონმდებლობის გამო რესტორანს არ ექნება უფლება მომხმარებლებს მარიხუანის შემცველი საკვები მიართვან.

რესტორანში არ დაიშვებიან 21 წლამდე პირები.

კალიფორნიაში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია 2016 წელს მოხდა. 21 წლის ან გადაცილებულ პირებს შეუძლიათ გაზარდონ, იქონიონ ან მოიხმარონ მარიხუანა რეკრეაციული მიზნებისთვის. 2018 წელს კალიფორნიაში მარიხუანას დისტრიბუციაც და გაყიდვაც ლეგალური გახდა, ოღონდ გარკვეული რეგულაციების ფარგლებში. 2019 წელს რეგულაციები გამკაცრდა და კატეგორიულად აიკრძალა 21 წლამდე პირებისთვის მარიხუანას მიყიდვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები