მარტინ სკორსეზე მარველზე

მარტინ სკორსეზე მარველის ფილმებზე: ეს არ არის კინო

0 კომენტარი
ფოტო: Vanity Fair

მარტინ სკორსეზემ Empire Magazine-თან მარველის კინოსამყაროზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის არის კინო.

76 წლის რეჟისორის თქმით, მას არ უნახავს Avengers: Endgame და მის ნახვას არც აპირებს.

"მე ისინი არ მინახავს. ვცადე, მაგრამ იცით რა არის? ეს კინო არ არის. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი ყველაზე მიახლოებული ფიქრი ამ ფილმებზე არის, რომ ისინი თემატური პარკებია, სადაც მსახიობები თავიანთ მაქსიმალურს აკეთებენ. ეს არ არის კინო, სადაც ადამიანები ცდილობენ გადასცენ ერთმანეთს ემოციური და ფსიქოლოგიური გამოცდილებები", - თქვა მარტინ სკორსეზემ.

წლის დასაწყისში, მარველის სტუდიის გადაღებული Avengers: Endgame 2.8 მილიარდი დოლარით ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა.

მაყურებელს ჯერ არ უხილავს მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი "The Irishman", რომლის დებიუტიც ნიუ-იორკის ფილმის ფესტივალის გახსნის დღეს შედგა. ფილმი განსგტერების ისტორიას გვიყვება და მასში მთავარ როლებს ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯო პეში ასრულებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები