უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მურუსიძე: გასაგებია, კლანის ისა ვარ, თუმცა სხვა მოსამართლეებს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას?

იმედი

ვინ არიან ეს კლანის წევრები, დასახელდეს. ნუ გასაგებია, რომ მე კლანის ისა ვარ მაგრამ სხვა მოსამართლეებს რატომ აყენებენ შეურაცხყოფას ხო? - ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან საპარლამენტო გასაუბრების პროცესს მოსამართლე ლევან მურუსიძე. მისი თქმით, ასეთი მიდგომა არ შეიძლება და აბსურდია. 

"მე მიმაჩნია რომ სასამართლო და მართლმსაჯულების ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს რომ არის, ასეთი არ ყოფილა არასდროს, საქართველოს ისტორიაში და ასეთი ლანძღვა და არა კრიტიკა, თავდასხმები მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ, არ ყოფილა არასდროს რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა საქართველომ"- ამბობს ლევან მურუსიძე. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს.

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრათლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ.

ნეპოტიზმის, გარიგებებისა და კლანურობის გამო ჯანეზაშვილი და დოლიძე კონკურსის შეწყვეტას და მის ხელახლა გამოცხადებასაც ითხოვდნენ. 

კომენტარები