ახლო აღმოსავლეთი

ერაყში ანტისამთავრობო პროტესტის დროს 104 ადამიანი დაიღუპა

0 კომენტარი

ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლებისას 104 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჯამში დაშავებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი. 

ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლები დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყო. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტებმა დაწვეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების 50 ზე მეტი ოფისი. მინისტრის თქმით, დაღუპულებს შორის, არიან შსს-ს თანამშრომლებიც. 

საპროტესტო აქციები ქვეყანაში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კორუფციის აღმოფხვრის მოთხოვნით დაიწყო, თუმცა მალევე პროცესი ქაოტური გახდა. დროთა განმავლობაში ერაყის ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადენი გაზით დაშლას შეეცადა. ამ დროის განმავლობაში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. 

გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდიმ. პრემიერმა 17 პუნქტიანი რეფორმების გეგმა წარმოადგინა, თუმცა ამის მიუხედავად პროტესტი ბაღდადში მაინც გრძელდება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები