Banksy-მ ლონდონში მაღაზია გახსნა, თუმცა ჩვეულებრივი მაღაზიებისგან განსხვავებით, იქ ადამიანები ვერ შედიან.
მაღაზიას Gross Domestic Product ქვია და ის ლონდონში, Church Street-ზე არის განთავსებული.
მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ადამიანები ვერ შედიან, მაღაზიის ფანჯრებიდან არტისტის ბევრი ცნობილი ნამუშევარი მოჩანს. მსურველებს, მაღაზიაში განლაგებული ნამუშევრების დიდი ნაწილის შეძენა ინტერნეტით შეუძლიათ.