ვანო ზარდიაშვილი

ბესელია: ზარდიაშვილი მოსიარულე ნაღმია, რომელზეც პერიოდულად ფეთქდება ქართული ოცნება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დეპუტატი ეკა ბესელია, ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის შესაძლო დატოვების საკითხს ეხმიანება. როგორც ბესელია ამბობს, ვანო ზარდიაშვილი მოსიარულე ნაღმია, რომელზეც "პერიოდულად ფეთქდება ქართული ოცნება"

"ამიტომ, ეს არის ის ტვირთი და სიმძიმე ქართული ოცნებისთვის, რომლის გამოც მათ თავად უნდა გადაწყვიტონ ასოცირება ამ ადამიანთან მათ უნდათ თუ არ უნდათ. ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ ასეთი ადამიანი ლაპარაკობდეს მისი სახელით, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, თუ არ უნდა. ამიტომ, ეს დროის ამბავია"- ამბობს ბესელია. 

მისივე თქმით, ზარდიაშვილმა შეურაცხყოფა მას პირადად კი არა, არამედ ბიძინა ივანიშვილს მიაყენა, "რომელსაც უთხრა, რომ აი, ასეთი ადამიანი გიდგას 7 წელია გვერდში და მას ენდობოდი". 

TV პირველის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქართული ოცნების წევრი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს დატოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემა დღის ამბებში გავრცელდა. 

პირველი ესაუბრა ვანო ზარდიაშვილსაც. მანდატის დატოვებაზე დასმულ კითხვაზე ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. "არა, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, ამ ეტაპზე არაფერი მაგდაგვარი გადაწყვეტილება არ მიმიღია, დაველოდოთ დროს და ნუ გავუსწრებთ მოვლენებს",— განაცხადა ზარდიაშვილმა TV პირველთან საუბარში.

2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, დეპუტატი ქართული ოცნების წევრია. 

26 სექტემბერს ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი "მორალური ხედვები" იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა "ბესელიას მორალისკენ" მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია და ვანო ზარდიაშვილს ხელით შეეხო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები