Cowboy Beebop

Cowboy Beebop-ის რიმეიქზე მუშაობა ოფიციალურად დაწყებულია

0 კომენტარი

Netflix-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომლითაც Cowboy Beebop-ის მომავალი რიმეიქის გადაღებების დასაწყისი გვაუწყა. 

ვიდეოში, კორგი (ძაღლის ჯიში), რომელიც სამსახიობო ჯგუფის წევრია, გადასაღებ მოედანზე სეირნობს და მთავარი როლების შემსრულებლებთან: ჯონ ჩოსთან, დანიელა პინედასთან, ალექს ჰესელთან და მუსტაფა შაკირთან ერთად კაფეტერიაში წყლის დასალევად გაჩერდება. 

Cowboy Beebop 1998 წლის საკულტო ანიმეა, რომელიც კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის თავგადასავლს გვიყვება. ეკიპაჟის მეთაური კრიმინალური სამყაროს  ყოფილი წარმომადგენელია. ის, კორგი, ყოფილი პოლიციელი და თაღლითი ქალი ერთად მოგზაურობენ და ერთ ცოტათი არანორმალურ ოჯახად იქცევიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები