ტურიზმი საქართველოში

10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტმებრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების მონაცემებით, წინა წლის სექტემბერთან შედარებით 2,7%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა.

0.6 პროცენტით გაიზარდა უშუალოდ ტურისტული ნაკადი, სულ სექტემბერში საქართველოს 539,524 ტურისტი ეწვია. კვლავინდებურად ტურისტული ნაკადის კრიტიკული უმეტესობა კვლავაც მეზობელ სახელმწიფოებს მოდის. 

ძირითადი ტურისტული ბაზრებიდან კლება მხოლოდ ორი სახელმწიფოდან რუსეთიდან და ირანიდან შეინიშნება. კლების მიუხედავად რუსეთი კვლავაც ლიდერობს. 

10 ქვეყანა საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა:

  1. რუსეთი — 147,425, კლება — 20%;
  2. აზერბაიჯანი — 145,482, ზრდა — 4,8%;
  3. სომხეთი — 128,670, ზრდა — 8,1%;
  4. თურქეთი — 96,748, ზრდა — 8,3%;
  5. უკრაინა — 28231, ზრდა — 27,5%;
  6. ისრაელი — 26,841, ზრდა — 31,6%;
  7. ირანი — 17,243, კლება — 37,8%%;
  8. გერმანია — 15,717, ზრდა — 39,3%;
  9. პოლონეთი — 14,291, ზრდა — 22,5%;
  10. ყაზახეთი — 12,286, ზრდა — 70,9%.

რაც შეეხება ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებულ შემოსავალს, აგვისტოს მონაცემებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, დაახლოებით 2,2 მილიარდი დოლარი იყო. წლიურ გაანგარიშებაში ეს მაჩვენებელი 0,4%-ით არის შემცირებული. 

2018 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალმა 3,2 მილირდი შეადგინა, რამაც მშპ-ს 7,6% შეადგინა.

კომენტარები