ჰილარი ბერტონი და ჯეფრი დინ მორგანი

ჯეფრი დინ მორგანი და ჰილარი ბერტონი დაქორწინდნენ

0 კომენტარი
ფოტო: People

მსახიობები ჯეფრი დინ მორგანი და ჰილარი ბერტონი 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ - 9 წლის ბიჭი, გუსი და 19 თვის გოგო, ჯორჯი. 

"წინა შაბათ-კვირა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო. უამრავი ადამიანისთვის მადლობა მაქვს გადასახდელი, რადგან მათ ეს დღე განსაკუთრებულად აქციეს. ამიტომაც ეს ერთი კვირა ამიტანეთ. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მართლა დავქორწინდით! " დაწერა ბერტონმა ინსტაგრამზე. 

სიტყვების "მართლა დავქორწინდით" გამოყენება მსახიობს იმიტომ დასჭირდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, 2014 და 2015 წელს, ჭორი ვრცელდებოდა, რომ წყვილი დაქორწინდა, ან დაქორწინდა და გაშორდა. 

ფოტო: People

"აი, ფაქტი: იმ მომენტში, როდესაც ჯეფრი დავინახე, მივხვდი, რომ ის ჩემი ქმარია. იმის მაგივრად რომ მაშინვე დაგვედო სამარადისო ფიცი, ჩვენ ამ  უსიტყვო ფიცით ათი წელი ვიცხოვრეთ. კარგი დრო გავატარეთ ერთად და ცუდიც გადავაგორეთ. ჩვენს ორ შვილთან ერთად აქ დგომა და იმის აღნიშვნა, რაც ამ პერიოდში მოხდა ნამდვილი სასწაულია. მიყვარხარ ჯეფრი, ყველა ის ადამიანი და მეგობარი მიყვარს, ვინც ამ დღეს ჩვენთან ერთადაა. იმ საყვარელი ადამიანების წრე მიყვარს, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყო. ეს იყო პრივატული და ჯადოსნური დღე და, დიახ, ახლა მისის მორგანი ვარ."

სერიალ One Tree Hill-ის მსახიობმა ინსტაგრამზეც შეიცვალა სახელი და ჰილარი ბერტონ მორგანი დაიწერა. 

წყვილის ქორწილს ბერტონი უახლოესი მეგობარი და ასევე One Tree Hill-ის ვარსკვლავი სოფია ბუში და მორგანის მეგობარი და Supernatural-ის მსახიობი ჯენსენ ექლზიც ესწრებოდნენ

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები