მაკო გომური დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი

მაკო გომური

20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლიდან სამ-ნახევარი თვის შემდეგ მაკო გომური დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. გომურმა აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა.  

ინფორმაციას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს. მისი თქმით, მაკო გომურის დაზარალებულად ცნობის პროცედურები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი,"-უთხრა მან ჟურნალისტებს დღეს, 8 ოქტომბერს.  

კითხვაზე, თუ რატომ არ ცნეს მაკო გომური დაზარალებულად, საქართველოს პროკურატურა არ გვპასუხობს.  

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გუშინ, 7 ოქტომბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნეს. 

კომენტარები