ქუთაისის N2 საპყრობილე

პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე ქუთაისის ციხის თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

0 კომენტარი
ფოტო: guardian.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა.

უწყების თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა სამსახურებრივი მოვალეობა არასათანადოდ შეასრლა.

საგამოძიებოს მტკიცებით, უყურადღებობის გამო, ინსპექტორმა ვერ შეამჩნია, რომ ბრალდებულმა თავი ჩამოიკიდა და დამხმარებაც 40 წუთის დაგვიანებით გამოიძახა. 

მათივე ინფორმაციით, 8 ოქტომბერს, ქ-ნი ნ.-ს ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მიცეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მათივე ცნობით, ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წურწუმია ძმის, რობერტ წურწუმიას მკვლელობის ბრალდებით 28 სექტემბერს სოფელ ჯუმაში დააკავეს. პირველ ოქტომბერს ის ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების საკანში გარდაცვლილი იპოვეს. 

2 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები