როდესაც კაცობრიობამ ეს ყოველდღიური ნივთები გამოიგონა ისინი სრულიად სხვაგვარი იყო. მაგალითად კომპიუტერი მთლიან ოთახს იკავებდა, ხოლო მობილური ტელეფონი აგურს უფრო გავდა ზომითაც და წონითაც. ყველაფერი დრომ შეცვალა, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ამ 12 ნივთის პირვანდელი სახე
კბილის ჯაგრისი
ძველ ეგვიპტეში კბილებს პატარა ტოტებით იმუშავებდნენ. პირველი კბილისჯაგრისი 1498 წელს ჩინეთში გამოიგონეს და ჯოხზე ღორის ჯაგარი დაამაგრეს.
სურათზე ნაჩვენები კბილის ჯაგრისი ნაპოლეონს ეკუთვნოდა და 1790-1821 წლების შუალედში შეიქმნა.
მაცივარი
სანამ 1835 წელს ჯეიკობ პერკინსი მაცივარს გამოიგონებდა, შიგნიდან ყინულით მოპირკეთბულ ხის დიდ ყუთებს იყენებდნენ და ამ დანადგარს "ყინულის ყუთს" უწოდბდნენ.
სურათზე 1910 წლის მაცივარს ვხედავთ.
მტვერსასრუტი
პირველი მტვერსასრუტი მტვერს არ იწოვდა, არამედ ჰაერის ნაკადით მიმოფანტავდა მას. პირველი მტვერსასრუტი ჰუბერტ სესილ ბუტმა დააპატენტა. სწორედ მას ვხედავთ სურათზე
სარეცხი მანქანა
პირველი სარეცხი მანქანა ალვა ჯონ ფიშერმა გამოიგონა 1908 წელს.
ნათურა
ნათურები პირველად 1800 წელს გამოჩნდა, იმაზე ადრე, რაც ედისონმა ისინი 1879 წელს დააპატენტა. სურათზე მარჯვნიდან მეორე ნათურა ედისონს ეკუთვნის. დანარჩენები, სხვადასხვა მეცნიერებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხვეწდნენ ამ გამოგონებას.
ტელეფონი
ალექსანდრე გრეჰემ ბელმა პირველი სატელეფონო ხაზი ჩიკაგოსა და ნიუ-იორკს შორის 1892 წელს გაჭიმა.
ტელევიზორი
ტელევიზორამდე ამ ხელსაწყოს ოქტაგონი ერქვა. ის 1928 წელს გამოიგონეს და მხოლოდ ერთ შოუს - დრამას "The Queen's Messenger." აჩვენებდა
ელექტრო მანქანა
პირველი ელექტრო მანქანა, ფრანგმა გამომგონებელმა გუსტავ ტრუვემ შექმნა. მან ელექტრო ძრავა თავის სამბორბლიან ველოსიპედს მიამაგრა.
სურათზე გამოსახული ელექტრომანქანა უილიამ მორისონს ეკუთვნის. მან ის ამერიკაში 1989-1891 წლების შუალედში დააპროექტა.
მიკროტალღური ღუმელი
მიკროტალღური ღუმელი პერსი ლებარონ სპენსერმა შემთხვევით, 1845 წელს გამოიგონა. მან აღმოაჩინა, რომ მაგნიტრონების გარშემო რკინის ყუთის აშენებით საკვები უფრო მალე ცხელდება ვიდრე ჩვეულებრივ ღუმელში.
კომპიუტერი
პირველი კომპიუტერის "აშენება" 400 000 დოლარი დაჯდა და მას აშშ-ს მთავრობა მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდა.
მობილური ტელეფონი
მოტოროლამ პირველი ტელეფონი, რომელიც აგურის ზომის იყო, 1973 წელს გამოიგონა. ტელეფონის დატენვას 10 საათი სჭირდებოდა.
პირველი ინტერნეტ საიტი
პირველი საიტი იყო უბრალო თეთრი ფურცელი რამდენიმე წარწერით