საბიუჯეტო ხარჯები

მერიამ 155 ათასი დახარჯა რესპუბლიკის მოედანზე ხის ირგვლივ ზღუდის მოპირკეთებაზე

0 კომენტარი
ფოტო: wikimapia.org

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, თბილისის მერიამ 155 360 ლარი დახარჯა პირველი რესპუბლიკის მოედანზე 300 წლის ზეთისხილის ხის გარშემო ზღუდის რელიეფური ქვის კვადრატებით მოსაპირკეთებლად.

თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდან იყო გამოყოფილი. კანონის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა გაუთვალისწინებელი და საგანგებო ღონისძიებებისათვის.

IDFI-მ გამოიკვლია 2018 წელს სხვადასხვა მუნიციპალური ფონდიდან დაფინანსებული კაპიტალური პროექტები, რომლებზეც საბიუჯეტო თანხების გამოყოფის აუცილებლობა ბუნდოვანია.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის თანხებით განხორციელებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება. ამის გამო, ფონდის თანხებით განხორციელებულ შესყიდვებს IDFI გაუმჭვირვალედ მიიჩნევს.

2018 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან 2 747 100 ლარი დახარჯა. აქედან 461 920 ლარი გამოიყო კაპიტალური ხარჯებისთვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები