სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის მრჩეველი: ზურაბიშვილს რეზიდენციაში აქვს მაგიდა "ლუი მეთხუთმეტის სტილში"

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, რომ ათონელის ქუჩაზე ორბელიანების სასახლე, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული, აღიჭურვა ნივთებით, რომლებიც "ისტორიულად დამახასითებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში".

პრეზიდენტის რეზიდენციაში მოხვედრილ ნივთებს შორისაა "ანტიკვარული ლუი მეთხუთმეტეს სტილის მაგიდა და კარადა."

როგორც პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, ეს ნივთები სალომე ზურაბიშვილის მამის საკუთრება იყო, ახლა კი პრეზიდენტმა საჩუქრად გადასცა საქართველოს და ისინი ორბელიანების სასახლეში დაიდებენ ბინას.

ამას გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიძინა "კულტურული ფასეულობის მქონე ძველი ავეჯი და ინვენტარი".

ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1 200 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, საიდანაც, პრეზიდენტის მრჩეველის თქმით "80 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა."

კომენტარები