დიდი პაუზის შემდეგ ჯენიფერ ენისტონი ეკრანზე Apple TV Plus-ის პროექტით დაბრუნდება. სატელევიზიო ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ ძველი დრო მოენატრა, როცა კინოთეატრებში მეტ ნაკლებბიუჯეტიან ფილმს აჩვენებდნენ და მოდაში რომანტიული კომედიები იყო.
კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ენისტონი სტრიმ სერვისის პროექტში, მსახიობმა თქვა:
"მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ასეთმა სერვისებმა ხარისხიანი პროდუქციის შექმნა დაიწყო, დავფიქრდი "ვაუ, ეს ხომ თითქმის ყველაფერს სჯობს, რაც აქამდე გამიკეთებია?!" იმაზეც ფიქრობ, რომ სულ უფრო ნაკლები ხელმისაწვდომი პროექტია და მეტი მარველის ფილმი, ან ისეთი სურათები რომლებშიც არ მეძახიან. ჩემთვის კი მწვანე ფონზე ცხოვრება ძალიან მოსაწყენია"
Apple TV Plus-ის პროექტი The Morning Show 1 ოქტომბერს გამოვა. მასში ენისტონი ერთ-ერთ მთავარ როლს რიზ უიზერსპუნთან ერთად ასრულებს.