მოსამართლეების მოსმენა

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა ფადი ასლის იმ სიტყვებისთვის უჩივლა, რაც მას არ უთქვამს

0 კომენტარი

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ კაკაბაძემ, რომელსაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს, ბიზნესმენ ფადი ასლის იმ სიტყვებისთვის უჩივლა, რომელიც მას არ უთქვამს. 

ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ დღეს, მოსმენისას კაკაბაძეს ჰკითხა, თუ რატომ დააბრალა მან ფადი ასლის ის, რაც არ უთქვამს. ოთარ კახიძემ საჩივრიდან რამდენიმე ასეთი გამონათქვამი ამოიკითხა, რაზეც კაკაბაძე ჩიოდა, თუმცა რეალურად ფადი ასლის არ უთქვამს. კანდიდატი პასუხობს, რომ "მაშინ ბიზნესმენის სიტყვებად აღიქვა".

კახიძე: ბიზნესმენ ფადი ასლის აბრალებთ, თითქოს მან თქვენზე თქვა, რომ კორუფციული გარიგების შედეგად მიიღეთ გადაწყვეტილება. რაც შემდგომ არ დადასტურდა სასამართლოს მხრიდან, მას ეს არ უთქვამს და თქვენ დააბრალეთ. რატომ აბრალებთ ისეთ რამეს, რაც არ უთქვამს?

კაკაბაძე: დაბრალება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მე, როგორც აღვიქვი ეს ტელეინტერივიუები, მათ შორის პრესის საშუალებით გავრცელებული მასალა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს აღქმაში ეს გახლდათ მისი სიტყვები. თუმცა, როგორც მახსოვს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ჟურნალისტის გამონათქვამები.

კახიძე: ასევე დააბრალეთ თითქოს თქვენზე თქვა - მოსამართლის მიერ კომპანიები უხეშად იყვნენ მოტყუებული და დაშანტაჟებული. ასევე აბრალებთ, თითქოს თქვა კრიმინალური აზროვნების მქონე და ესეც არ უთქვამს. რამდენიმე უზუსტობაა.

კახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ კაკაბაძეს სარჩელში მითითებული ჰქონდა, თითქოს ფადი ასლის მიერ კაკაბაძის შესახებ გაკეთებული შეფასებებით დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. დეპუტატი დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლება დაირღვეს მოსამართლის უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუნდაც მისთვის დანაშაულის დაბრალებით, როცა მას ბრალი არ აქვს წარდგენილი. ამ კითხვის საპასუხოდ კაკაბაძემ თქვა, რომ მას ბიზნესმენმა დააბრალა ის, რაც არ ჩაუდენია.

2017 წელს ფადი ასლიმ კორუმპირებული უწოდა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს, რომელმაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს,ფილიპ მორის საქართველოს, ბრითიშ ამერიკან ტობაკოსა და ტერაბანკს $138 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე ის იყო, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეყრდონობოდა კანონის მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. საბოლოოდ, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შედეგად სააპელაციო სასამართლომ ისინი გააუქმა. 

როგორც აღმოჩნდა, სარჩელში კაკაბაძემ ისეთი შეფასებებიც მიუთითა, რაც ფადი ასლის მის შესახებ არ უთქვამს. პირველი ორი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლემ დავა მოიგო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები გააუქმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები