კალიფორნია

კალიფორნიაში ბუნებრივი ბეწვის პროდუქციის წარმოება და გაყიდვა იკრძალება

0 კომენტარი
ფოტო: BBC.co.uk

კალიფორნია ამერიკის პირველი შტატი გახდა, სადაც ბუნებრივი ბეწვის პროდუქციის წარმოება და შემდეგ გაყიდვა იკრძალება.

კალიფორნიაში მცხოვრებლებს 2023 წლიდან აღარ შეეძლებათ აწარმოონ და გაყიდონ ბუნებრივი ბეწვის შემცველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ან ჩანთები.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსონმა, ბუნებრივი ბეწვის აკრძალვასთან ერთად, ხელი იმ კანონპროექტსაც მოაწერა, რომელიც უმეტეს შემთხვევებში ცხოველების შოუებში და ცირკებში გამოყენებას კრძალავს.

"კალიფორნია ლიდერია ცხოველების კეთილდღეობის საკითხში", - თქვა გუბერნატორმა.

ისინი, ვინც კანონს დაარღვევენ და ბუნებრივ ბეწვს მაინც გამოიყენებენ 500-დოლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, განმეორების შემთხვევაში  კი 1000 დოლარის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები