უბედური შემთხვევა

პეკინის ქუჩაზე N51 ავტობუსი მოზარდს დაეჯახა

flickr

პეკინის ქუჩაზე N51 ხაზე მოძრავი ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა. კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები