ექიმი: გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა ისევ უკიდურესად მძიმეა

მთავარი არხი

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულ ერთერთ პირს, 39 წლის სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა ისევ უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ექიმი გიორგი დავლიანიძე საუბრობს.

მისი თქმით, კაცს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი. 

"ისევ დამწვრობით რეანიმაციაში წევს. უტარდება ისევ ანტიშოკური მკურნალობა. პროგნოზებზე ჯერ ადრეა საუბარი. კონტაქტური არის. "- ამბობს ექიმი.  

19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, დაახლოებით, დილის 9-ის წუთებზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრის მინები დაიმსხვრა. 

20 ოქტომბრის დილიდან ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ამბობს, რომ ერთ კვირაში გახდება ცნობილი, შესაძლებელი იქნება თუ არა კორპუსში ცხოვრების გაგრძელება. 

"ჩვენ ვვარაუდობთ იმასაც რომ მაცხოვრებლების ნაწილს შეეძლებათ დაბრუნდნენ საცხოვრებლებში. რაც შეეხება იმ სამ სართულს, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებაა იქ ცოტა უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

მისი თქმით, 52 ოჯახი, ჯამში 208 ადამიანია გაყვანილი სასტუმროში. 

დილიდან ადგილზე კორპუსის მოსახლეობაა შეკრებილი. მათ შენობაში ეტაპობრივად უშვებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომგამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.

კომენტარები