პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინც ჰარის დიდი ბრიტანეთის დატოვება და ოჯახთან ერთად აფრიკაში ცხოვრება სურს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ახალ დოკუმენტურ ფილმში, Harry & Megan: An African Journey, პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთის დატოვებაზე და სამუდამოდ აფრიკაში ცხოვრებაზე საუბრობს.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მედიის მხრიდან მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. ცოტა ხნის წინ, პრინცმა ჰარიმ რამდენიმე ინგლისურ ტაბლოიდსაც კი უჩივლა, მეგან მარკლიზე არასწორი ინფორმაციების გავრცელების გამო.

სავარაუდოდ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ აფრიკაში წასვლა უნდათ.

"არ ვიცი, ახლა რომ მივდიოდეთ აფრიკაში სად ვიცხოვრებდით. ჩვენ ახლახანს დავბრუნდით კეიპტაუნიდან და ეს საოცარი ადგილი იქნებოდა საცხოვრებლად, მაგრამ... არ ვიცი, ამას როგორ შევძლებთ, რადგან ბევრი პრობლემა წარმოიქმნება და ეს ყველაფერი ხალხის მხრიდან განსჯის გარეშეც არ ჩაივლის", - თქვა პრინცმა ჰარიმ.

ჟურნალისტმა მას კითხა, რომ ვერ შეძლოს ოჯახთან ერთად აფრიკაში ცხოვრება, რა მოხდება. პრინცმა ჰარიმ უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მაინც ფოკუსირებული იქნება კონტინენტზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები