ნიკი მინაჟი

ნიკი მინაჟი და კენეთ პეტი დაქორწინდნენ

ნიკი მინაჟმა ინსტაგრამ გვერდზე ვიდეო გამოაქყვეყნა, რომლითაც ფანებს თავისი ქორწინების შესახებ უამბო. მომღერალი და მისი ბოიფრენდი კენეთ პეტი დაქორწინდნენ.

"ონიკა ტანია მარაჯ პეტი  10•21•19 " დაწერა საკუთარი სრული სახელი მინაჟმა. 

ქორწილი ბოლომდე მოულოდნელი არ ყოფილა, მინაჟმა მის შესახებ აგვისტოში და მანამდე ივნისშიც, თავის შოუში Queen Radio ისაუბრა და ოფიციალურ ქორწინებამდე პეტის ქმარს უწოდებდა. 

"აი, ხომ წარმოგიდგენიათ, პატარა გოგო რომ ხარ სულ ოცნებობ დიდ ლამაზ ქორწილზე და მეც ასეთი ვიყავი, სულ ჩემს ზღაპარზე ვოცნებობდი" თქვა მინაჟმა ადრე. 

მომღერალი და კენეთ პეტი 2018 წლის დეკემბრიდან ხვდებიან ერთმანეთს. 

კომენტარები