ცხენები

ცხენი, რომელიც სიკვდილის იმიტაციით გაჭენებას არიდებს თავს - video

ცხენი სიკვდილის იმიტაციით იმ ადამიანებს არიდებს თავს, რომლებიც მის გაჭენებას შეეცდებიან.

სოციალურ ქსელებში ცხენის, სახელად ჯინგანგის ვიდეო ვირუსული მალევე გახდა.

YOUTUBE-ზე მას უკვე 2.5 მილიონი ნახვა აქვს.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ზარმაცი ცხენი თავი აარიდოს არასასურველ სეირნობას.

"სიკვდილის იმიტაციის სრულყოფილად თამაშისთვის ენაგადმოგდებული დაეცემა, მკვდარს თამაშობს", - ამბობს ერთ-ერთი მოჯირითე.

კომენტარები