გრიგოლ ლილუაშვილი

ლილუაშვილი რუსეთთან დიალოგზე: პოლიტიკოსებს აბულინგებენ, ​ საბულინგოს ვერაფერს ვხედავ

იმედი

სუს-ის უფროსი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან დიალოგი საქართველოს დეოკუპაციას გააიოლებს.

რუსეთთან დიალოგის მომხრე საჯარო მოხელეების 90%, მათ შორის პოლიტიკოსები კი, ლილუაშვილის აზრით, ამის გამო ბულინგის მსხვერპლები არიან

"ის ბულინგი, რომ თუკი რუსეთის ფედერაციის გამტარებელ პირებთან მოხდება რამე სახის კომუნიკაცია, ბუნებრივია, ეს არ უნდა ჩაითვალოს ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯად. თუ ჩვენს ინტერესებს ჩვენ ვერ მივხედავთ, ამას ჩვენთვის ვერც ერთი მეგობარი ქვეყანა ვერ გააკეთებს. ამიტომ, თუ მტერთან საუბარი არ ვისწავლეთ, ისე, როგორც საჭიროა, როგორც ეს ცივილურ სამყაროში ხდება, ნაკლები შანსი გვაქვს რამეს მივაღწიოთ დეოკუპაციის კუთხით.

ერგნეთის შეხვედრებში ჩვენს წარმომადგენელს კომუნიკაცია აქვს იქითა მხარის წარმომადგენლებთან, მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებიც. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები. ეს არის ლოკალური ხასიათის შეხვედრები. თუკი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, რომ უნდა ისაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიიოლებს პროცესს, რომ დეოკუპაციისკენ გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მე ამაში საბულინგოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ამ ბულინგის მსხვერპლია საჯარო მოხელეების 90%, მათ შორის პოლიტიკოსებიც", - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა 22 ოქტომბერს ტვ იმედის ეთერში, გადაცემაში "SWOT ანალიზი".

კომენტარები