უპატრონო ცხოველები

ბრაზილიაში მღვდელს წირვებზე უპატრონო ძაღლები შეყავს, რათა მათ პატრონები იპოვონ

0 კომენტარი

ბრაზლიის ქალაქ გრავატას ერთ-ერთ ეკლესიაში, უპატრონო ძაღლები მუდმივად ესწრებიან წირვებს, რადგან ისინი იქ მღვდელს შეყავს.

მამა პაულო არაუხო გომეზი ბევრ უპატრონო ძაღლს უვლის და ისინი ყოველდღიურად წირვებზეც დაყავს, რათა მრევლმა ცხოველები შენიშნონ და სახლში წაიყვანონ.

უპატრონო ძაღლებს წირვის დროს ნებისმიერ ადგილზე ყოფნის უფლება აქვთ, მთავარია ყურადღების ცენტრში იყვნენ მოქცეულები.

"მათ ყოველთვის ექნებათ უფლება შემოვიდნენ, ჭამონ, დაიძინონ, დალიონ და იპოვონ საცხოვრებელი, რადგან ეს არის ღმერთის სახლი და ისინი არიან ღმერთის ქმნილებები", - დაწერა მღვდელმა Facebook-ზე.

რამდენიმე ძაღლმა უკვე მართლაც იპოვა პატრონი და თავშესაფარი.

"მე რამდენიმე ძაღლს დავხმარე, რადგან მათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. რამდენიმე ძაღლი, რომელიც ეკლესიაში შემოვიდა, მოგვიანებით აიყვანეს, სამი კი მე დავიტოვე. დღეს ისინი ჩემი შვილები არიან და ჩემს საწოლში ძინავთ", - თქვა მღვდელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები