მარტინ სკორსეზე

მარტინ სკორსეზეს თქმით, "დრო არ აქვს" ქალი პერსონაჟების შექმნისთვის

0 კომენტარი
ფოტო: Variety.com

მარტინ სკორსეზეს თქმით, მას არ აქვს დრო შექმნას ფილმი, რომელშიც წამყვანი პერსონაჟები ქალები იქნებიან.

ამის შესახებ რეჟისორმა The Irishman-ისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, სადაც მას კითხეს მისი ნამუშევრები რატომ არ არის გენდერულად მრავალფეროვანი.

"ეს არ არის დასაბუთებული შენიშვნა, არ არის დასაბუთებული. პასუხის გასაცემად უნდა დავრბუნდე 1970 წელში. ეს კითხვა ჩემი თავისთვის მრავალი წელია მაქვს. ვალდებული ვარ? თუ ისტორია ამას არ ითხოვს, მაშინ ეს ყველასთვის დროის ფლანგვა გახდება. თუ ისტორია ქალ პერსონაჟებს ითხოვს, რატომაც არა?", - თქვა სკორსეზემ.

პრესკონფერენციას The Irishman-ის პროდუსერი ემმა ტილინგერ კოსკოფი ესწრებოდა, რომელმაც თქვა რომ 1974 წელს გადაღებული Alice Doesn’t Live Here Anymore-ში მთავარი პერსონაჟები ქალები არიან.

"ისინი მაგას არ თვლიან. Age of Innocence - არც ამას თვლიან, Casino - შერონ სტოუნი დიდებულია ამ ფილმში. ისინი ამეებს არ თვლიან, დაივიწყე", - თქვა სკორსეზემ.

The Irishman მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯო პეში ასრულებენ. ფილმი განგსტერების ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ჩარლზ ბრენდის ნოველას "I Heard You Paint Houses" ეყრდნობა.

ფილმი დიდ ეკრანებზე 27 ნოემბერს გამოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები