ყაზბეგის ეროვნული პარკი

მყინვარწვერისკენ მისასვლელი დანაგვიანებული გზა დაასუფთავეს - გალერეა

0 კომენტარი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერის მისასვლელ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ რა მდგომარეობა იყო დასუფთავების აქციამდე ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

"მყინვარზე, რომელიც ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე მდებარეობს, მსოფლიოში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ნაგვის ურნები განთავსებული არ არის, ვინაიდან ტერიტორიიდან ნაგვის სისტემატური გატანა, ბუნებრივი პირობების გამო, შეუძლებელია",- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაზბეგის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 78 543,4 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის 35% ტყითაა დაფარული; დანარჩენი ტერიტორია კი, ალპურ იალაღებს, მორენებს, თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და კლდეებს უჭირავს.

ეროვნული პარკი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები