ერაყი

ერაყში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე კიდევ 40 ადამიანი დაიღუპა

0 კომენტარი

ერყში ბაღდადში მიმდინარე მთავრობის საწინააღმდეგო აქციებზე, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეთა და სამართალდამცავათა შორის შეტაკება მოხდა.

გუშინ დილიდან თაჰრირის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ თავდაპირველად მთავრობის შენობებში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ისინი ცრემლსადენი გაზით შეაჩერეს.

ადგილობრივი რეპორტიორების ინფორმაციით, დაღუპულთაგან ნახევარი მაშინ მოკლეს, როდესაც მომიტინგეები პოლიციის და მთავრობის შენობებს უტევდნენ. სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ ორი მომიტინგე ცრემლსადენი გაზის ქილის მოხვედრის შედეგად დაიღუპა.  

პროტესტი ერაყის სხვა ქალაქებშიც გრძელდება - დჰი კარის პროვინციაში 3000 მომიტინგე მთავრობის შენობაში შეიჭრა; მაისანის პროვინციაში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა; მუტანას პროვინციაში მომიტინგეებმა შიიტურ პოლიტიკურ პარტიის ოფისში ხანძარი გააჩინეს; ერაყის რამდენიმე სამხრეთ პროვინციაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 

საპროტესტო გამოსვლები ერაყში სპონტანურად, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. პროტესტი ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა და დაუსაქმებელი მოქალაქეები არაინ. ისინი სამართალდამცავების გადამეტებული ძალის გამოყენებასაც აპროტესტებენ.

მიმდინარე თვის დასაწყისში აქციებს 149 მოქალაქის და 8 სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა. აქციებზე, სულ მცირე, 2000 ადამიანი დაშავდა. 

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომ სამართალდამცავებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ამით მათ შიიტების პილიგრიმობისათვის ხელის შეშლა სურთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები